вторник, 20 сентября 2011 г.

პაემანი ვერაზე

წავიდა ჩვენგან კიდევ ერთი კაცი ლეგენდა, ვერის , თბილისის უკანასკნელი ყარაჩოღელი გიზო ნიშნიანიძე...... თავად უფალმა ინება ჩვენი დანათესავება უფალმა გაანათლოს თქვენი სული იმ ქვეყნად. ჩვენ, ქართველებს კი კარგად უნდა გვახსოვდეს თქვენი სიტყვები რომლებიც ყველა დროის საქართველოსთვის, ქართველისთვის აქტუალურია ვუსამძიმრებ ჩვენს დიდ ოჯახს, სრულიად საქართველოს!

გათითოკაცება გვაოხერტიალებს,
ვიცი ამ ცხოვრების მე ავან ჩავანი.
რაცა გვყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს
ეს არის,ეს არის,ეს არის მთვარი!
თუ ასე არ ფიქრობ,ძალიანაც ცდები!
ცუდად გამსარჯე და მრუდად გაისარჯე
შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები,
ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ




https://youtu.be/lujlncAWasYპაემანი ვერაზე

вторник, 30 августа 2011 г.

გენრი დოლიძე



მიუხედავად ახალგაზრდობისა, გენრი ცნობილი პოეტია.
დაიბადა 1988 წლის 22 ნოემბერს ქ. ქუთაისში.
1995-2006 წლებში სწავლობდა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. 2006-2010 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
2004 წლიდან არის საქველმოქმედო ორგანიზაცია “კავკასიონის” დამფუძნებელი და მმართველი. ლექსებს წერს 10 წლის ასაკიდან. პირველი კრებული “მთვრალი დაისი” გამოსცა 2007 წელს.
არის რამ\დენიმე წიგნის თანაავტორი. 2011 წელს მეგობრებთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული “მეცხრე ტალღა”.
2010 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
2010 წლის დეკემბერში აიღო ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის I პრემია.
დაჯილდოვებულია იერუსალიმის პატრიარქის მედლით.
2010-2011 წლებში მიჰყავდა საავტორო გადაცემა “პოეზიის დილა” რადიო “საქართველოს ხმაზე”. არის გამომცემლობა “მერანის” გენერალური დირექტორი.
აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურულ კონკურსებსა და საერთაშორისო კონფერენციებში. არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი. მისი ლექსები თარგმნილია ოთხ ენაზე.

შენი ბრალია


ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს
და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,
ამ ქვეყნად რაც კი გვირილებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...
მერე მიდი და, თითო ფურცელი
ცაში აპნიე ვარსკვლავცვენებად...
შენს გამოხედვას თუ გავუძელი
მწველი თვალების უხმო ჩვენებას
დაგკითხავ მერე, ვისი ბრალია,
(ცის გუმბათზე რომ ავა მზე-მაშინ)
ღიმილს რომ მიცვლი თორმეტბალიან
თორმეტბალიან გულისცემაში....
ამინდი შენი ხასიათია,
მზეს შენთან ერთად უყვარს ანთება
შენი ბრალია, ყოველ განთიადს
მთვარეს ჩასვლა რომ აგვიანდება.
ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს
და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,
ამ ქვეყნად რაც კი ოცნებებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...

ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები


ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები, მარტის დაცლილი ჯერის,
სულიდან ლექსი ამოგიხიე, მაინც მიყურებ ყალბად...
ამბობ, რომ ლექსის დაიჯერე და ჩემი ნაკლებად გჯერა...
(ეს იგივეა, ლოცულობდე და ღმერთის არ გწამდეს, ალბათ...)
გაზაფხულია... ზეცა დახურეს ღრუბლის მაღალი ჭერით.
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები ზალპით დაცლილი ჯერის...
გაზაფხულია, მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებს...
რა ხარ ასეთი სულზე დიდი და ნებისყოფაზე მოკლე?!
თუნდ ერთხელ მაინც მომაცხუნებდეს შენი თვალების სიცხე,
მერე თუ გინდა მზის შემთხვევითი სხივის გასროლით მომკლა...
ღმერთი მომასწრებს შენი თვალების წმინდა მირონი ვიცხო...
გაზაფხულია... მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებს!
გაზაფხულია... ხელში ყუმბარა აფეთქებია ჭერამს,
(ცა ზღვასთან დაობს, და ჩვენ ხომ ვიცით ცა მართალია ცამდე)
მომდევნო კვირტის აფეთქებამდე დამირეკავდი, მჯერა!
ღმერთის რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც გეშინოდეს ან გწამდეს...
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები ზალპით დაცლილი ჯერის!
ახლა შენზეა ბოლო  გასროლა გარდაუვლობის ჯერით!
ნუ მომკლავ!!!!!

***ერთი ხელით


ერთი ხელით ცოტნე ვზარდეთ, მეორეთი ბაღვაში.
ერთ ხელს ომში ვიყენებდით, თოხნასა და ბარვაში
მეორეთი ძმას ვახრჩობდით, თითს ვუქნევდით ნათესავს
ხან ვანგრევდით წინაპართა ნალაციცარ-ნაკვესარს.
იყო დრო და ვიკაენეთ, ხანაც ვიიაფეტეთ,
ხან მტერს თავი დავუხარეთ, ხან ძმას მუშტი ვაფეთეთ...
ერთი ხელით სადედოფლოდ გამოვზარდეთ ლომქალი,
მეორეთი წიწამურთან საქართველო მოვკალით...
ხან ვუცქერდით მზიან ღამეს, ხან უმზეო აისებს,
ხანაც ვიცხრააპრილეთ და ხანაც ვიექვსმაისეთ
თავს რომ ვიქებთ  გაგვიზრდია აკაკი თუ ილია...
გავიხსენოთ საფარბეგიც ჩვენი გამოზრდილია..
ცალი ხელით ზარებს ვრეკდით, იალბუზი დავძარით,
მეორეთი  დავანგრიეთ სამრეკლოც და ტაძარიც...
მეორდება ისტორია თავიდან და ბოლოდან
ალბათ ჯობდა თავიდანვე ცალი ხელი გვქონოდა

ბაბუ


მზე ჰკიდია ზღვების გაღმა გაღვივებულ ბუხართან,
როგორც ახლადგამომცხვარი ცხელი კეცის მჭადი...
ძველ ნაბადზე წაწოლილი წარსულებზე ვწუხვარ და
მთვარე, როგორც წველა ყველი, მყინვარწვერში ჩადის
სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს,
ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს
და კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარს
ვეუბნები: - აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ!
მოვედი რომ ავაშენო, ავაჩემო თავიდან
ოსმალთაგან გადამწვარი მუხის ძველი ოდა.
ბაბუ, ის დრო აღარ არის, ბაბუ, ის დრო წავიდა!
- დანგრეული ეკლესიაც ავაშენეთ ჰოდაააა,
ჰოდა, ბაბუ, წელს პირველად შენი თოფიც ვაჭექე,
ომში არა, მაშინ როცა შემეძინა ვაჟი...
მერე ჩვენი იზაბელაც მივაცალე რვა ჭიქა,
სიხარულით მე და სუფსა თავს ვიღრჩობდით ზღვაში...
ამ მხარეში რომ იყავი სიმღერებით ცნობილი,
მეც შენსავით ნამეტარი ნამეხარი ხმა მაქვს...
ბაბუ, მეც მყავს ერთი კაი აჭარელი ძმობილი
გულიანი, ქრისტიანი, ათი შვილის მამა...
სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს,
ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს
და კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარს
ვეუბნები: - აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ!

სევდიანი სალაღობო ბათუმს


ბათუმი არის წვიმის აფიშა,
და ღმერთის გულის ფეთქვა, მკაფიო
ლექსამდე სველი ვზივარ კაფეში,
ფინჯანი ყავის ორთქლთან ვკაფიობ...
მავსებს წვიმების აპლოდისმენტი -
ჩემი ომეგაც და ჩემი ალფაც...
ასე გულდასმით არ მოვისმენდი
ზეციდან რომ არ წვეთავდეს ალბათ...
ასე მზესავით არ მოვიწყენდი...
(და  სხვა მოწყენის სურვილი არც მაქვს)
გულით ვატარებ ყელთან მიწყვეტილ
ჩემი ძმის ნაქონ თითბერის ჯვარცმას...
ხშირად ვიხსენებ, ფეხით გათელილ
და მოყინული კვირტების მარშებს...
(ო, რა ამაყი, ო, რა ნათელი,
ო, რა მართალი იყავი მაშინ...)
და ვერ ვივიწყებ ამ ძველ ბიჭებსაც
სულ რომ არ ჰგვანდნენ სახით იმ ახლებს...
ხელში გვეკავა მზე და ბეჭებზე
გვედგა ბათუმურ ზეცის სიმაღლე...
რა დაბალია მთვარე ამაღამ,
ზღვისპირას ღრუბელს ბეჭი აჰკარი...
ყველა ობოლი ბიჭის მამა ხარ
და უბინაო კაცის სახლ-კარი...
ლამაზი ქალის სუფთა აურა,
უდედო ბავშვის საღამოს ლოცვა,
მზის სიმფონია, ზღვა და აუუ რააააააააააააა
სანახავი ხარ, ყოველთვის, როცა
მზეს შემოიდებ ლომის თათივით
და ზღვაში სიზმრებს ააციმციმებ
მე შენი ქუჩის დეპუტატი ვარ
შენი კაცური სიტყვის სიმძიმე!
წვიმა წვიმაში დგომით გაცივდა...
მზე ზეცას







როგორც ატომი...
მადლობა უფალს, რომ ვარ კაცი და
ჩემი სახელი არის
ბ ა თ უ მ ი!

თავისუფალი ლექსი


I
მე ახლა თავდაყირა ვაქანებ გალაქტიკას,რომ ფსკერზე დარჩენილი სხივები ვიწილადო...
გარეთ რომ ცარიელი ღრუბლების რვეულია, უბრალოდ დავხიე და ჯიბეში ჩავილაგე...
დუმილი გაიხადე... - იმდენად სასაცილოდ, რომ სული გამოგიჩნდა - შიშველი (ვიცი რატომ)
ღიმილი მოგერია, ეს ღამე როკერია, ამიტომ იღებავს ანტენებს შავი ლაკით....
II
დილა გათენდა ისე თავხედი,
რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი...
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
უბრალოდ მოხვალ თავდახრილი, მოხვალ და ხელებს
თვალებზე აიფარებ,
თვალებს კი სულზე,
ხიდან ცრემლივით ჩამოვარდნილ კვირტად წახვეტილს
გიცნობ,ფეხის ხმით, ცრემლის ფერით,დუმილით, პულსით...
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
ზის უშენობა და ჩემს ნეკნზე უკრავს სალამურს...
რომ არ დაგვექცეს აკრულია ცაზე ცა ღვედით.
ვუთხრათ სალამი... (ამ სტრიქონში რითმა გამებნა...)
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
მე გაგიხსენებ, გაგიხსენებ ცამდე აშოლტილს,
როს შენი თმების ცივი სუნთქვა წვავდა სხვა ნიავს.
ცრემლს გადაყლაპავ, მორცხვად მეტყვი რომ ქმარს დაშორდი
და მე გეტყვი რომ ცოლი სულ არ მომიყვანია...
გეტყვი რომ შენი მმეგზურობდა ღამე ზმანება
რომ ჩემს - "შენს ტუჩებს" სხვისი გემო არ უგემია...
რომ შევიძულე გაღიმება ლამაზმანების,
რომ ეს ცხოვრება ზღვა არის და ანუ, გემია,
ის სიყვარული, შეწირული სისხლის მოქცევას,
გულის ფსკერამდე ჩაძირული ღუზის მოგლეჯა...
არ დაუჯერო, როცა ცრემლით ნიშანს მოქცემენ!
რადგან თვალებში ეს ცხოვრება უფრო მოკლე ჩანს
ვიდრე საბელი ბიბლიაში დაბმული ვირის,
ვიდრე გზა შენი ღალატიდან - უფლის ჯვარცმამდე...
ქალაქში სადაც სანთელი ღირს უფალზე ძვირი
მოგცემდნენ ჩემში სადღაც სამ ვერცხლს, ალბათ არც მაგდენს...
დილა გათენდა ისე თავხედი,
რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი...
ჯანდაბას ყველა უშენობით თვალის გახელა...
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
წახვედი როგორც საიდუმლოდ ნათქვამი ჭორი
მზე ჰორიზონტთან შეაბნიე თავის პროტოტიპს
და მე დამტოვე ჯვარცმასა და აღდგომას შორის
წიგნში სანიშნედ ჩადებული ძველი ფოტოთი...

ქა-რთული


ამოვიღე მკერდიდან და უკან არ ჩამეტია...
მოვატარე ზეცა, ანუ ქვეცის ზედა სართული....
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ტრაგიკული ბედი აქვს:
ჩემი ბედი რთულია და მისი უფრო ქა-რთული.
შემოღამდა... ღრუბელივით გადავაფენ სატკივარს,
ღამეს ვარსკვლავმთვარიანს, თუ ღამეს ვარსკვლავმტვერიანს.
გული აბედ კვესია და მისი მეხის ზათქი ვარ.
გული ჩემი ძმა არის და გული ჩემი მტერია –
ჩემი თანამოტკივილე, ჩემი თანამოაზრე.
ჩემი თანა, ჩემისთანა, ჩემი დანა ---- ნარცხები...
არ დანებდე, იამბოხე გულო, სანამ მოასწრებ...
სანამ ფეთქვას შეიძლებ და სანამ სისხლით გაძღები...
უკანასკნელ დაკვნესებას შენვე ფონი დაადე,
ისევ ბაგა ბუგითა და არა ფოე-ფოეთი...
დაიწყება მალე ერთი ბედნიერი საათი,
დამთავრდება როცა ერთი უბედური პოეტი...
შევცოდე და მაინც უფალს, მაინც უფალს ვუგალობ
ახლა სადღაც დავმთავრდი და სადაც ვიწყებ თავიდან...
გევედრები მხოლოდ ეს “ქა” მომირჩინე უფალო
“რთული?” ამიტანია და ალბათ აწიც ავიტან!...
ამოვიღე საგულედან - უკან არ ჩამეტია -
უნებართვოდ მეამბოხე, ფეთქვა-ნებადართული
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ტრაგიკული ბედი აქვს,
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ვაჟკაცური ბედი აქვს,
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით საამაყო ბედი აქვს
ჩემი ბედი რთულია და მისი უფრო ქა-რთული...

ოდა თბილისურ განთიადს


ტუჩებდაცვარულ თბილისზე
ცრემლად დაგორდა დილის მზე...
დილის მზე ცაზე ვარსკვლავებს, მტკვარზე თოლიებს ხვეტავს....
ცა-დაფა - სუფთა არც ისე....
-აგერ ღრუბელი!
- ცარცი სად?...
ცამ ცისარტყელა შეიკრა უსაფრთხოების ღვედად...
მალე გამოფენს ყვავილების აფრებს აპრილი,
ჩაკვნეტს ქალაქი მტკვრის ფერფლისფრად დაფერილ ლაგამს...
ზეცა - გუმბათი აბრუნდება ბოთლში - ძაბრივით
სხივებს ჩაიღვრის... მზე - დარჩება ღვინისფერ ლაქად...
მე პეშვს შევუშვერ, კარგია, რომ ორი მაქვს პეშვი...
ერთით მე დავლევ, მეორეთი - შენ მოგბან ტუჩებს...
ეს ზმანებაა, ღიმილიან მზერიდან მზე შვი
ეს შენ აანთე განთიადი ღიმილით,
-  თუ ჩემს,
ტუჩებდაცვარულ თბილისზე
ცრემლად დაგორდა დილის მზე...
დილის ცის თაღზე სიხარულის ცრემლების დამდენს -
თბილისს სიცოცხლე, უკუნითი უკუნისამდე!

ნაავდრალი


ლამპიონები თითებს უთბობს ორთქლით ნოემბერს
და შემოდგომა ზამთარს უთმობს წვიმას, ქოლგასაც
რადგანაც აწმყო უკვე აღარ ესათნოება
მეტეხთან ცხენით შეუტოპავს მტკვარში გორგასალს,
ჰა, ფიქრი ისევ შევახიე ბარდისფერ ეკლებს...
გამეჭრა ლექსი და სტროფიდან წვეთავს გულისთქმა,
ხელმოცარული ბღავის ჩემში მეფე ერეკლე
ამდროს ვიღაც კი სამ ასოს და სინდისს ურითმავს...
მე მეჩვენება სადღაც, ჩვენში ყვირის დავითი...
და სადღაც სხვაგან სხვა დავითი გლოვობს ცუდ ამინდს,
ამდენ ტკივილებს ორ მჯიღ გულში მანამ დავიტევთ,
სანამ სამყაროს გადაუვლის ცრემლის ცუნამი...
სანამ დასავლეთს დაატყდება მეორე წარღვნა,
აღმოსავლეთით გამოჩნდება ისევ მესია
მითხარი ერთი, საქართველო ასე რამ გარყვნა?!
რამ დაამგვანა ნასახლარს და ნაეკლესიარს?!...
ცხვირიდან წვიმა ძმრად ადინა ამინდმა ზამთარს
დღემ თავის ნებით გაითხარა ღამით სამარე...
გადაიკეთა სახელი და დაირქვა თამთა...
და აატირა ნაფრესკალი წმინდა თამარის...
გოგომ რომელმაც სიყვარულის იწამა ამწამს,
გოგომ, რომელიც თითებს ითბობს სანთებელათი...
გოგომ, რომელიც საშუალებას, შვილისგან დამცავს
თანმიმდევრობით მოიხმარდა სპექტრულ. ფერადი
ბედმა ინება - ნაადრევად დაგვჩემდა გლოვა,
ვეღარ დავუცდი, სანამ ვინმე სანთელს ამინთებს...
თბილისურ ზამთარს სადაცაა წასკდება თოვაც
რა დაგვრჩენია დაველოდოთ მზიან ამინდებს.


воскресенье, 31 июля 2011 г.

მარის


ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად და დიდი სიყვარულით

*  *  *
ბაჟაღლო გულის პატრონმა
ხიფათი თავად მოჩხრიკა,
ვიღაც რეგვენის კაპრიზებს
რომ ასრულებდა მორჩილად.

მთელი წლის ნაშრომ-ნაჯაფი,
ნაოცნებარი მთელი წლის,
ერთ წუთში გააცამტვერა,
დამჯდარია და ცრემლი სდის.

*  *  *
ფილოლოგობას აპირებ,
მილიონსა სვამ კითხვას,
მუზა თვითონაც გაწუხებს,
თავად აწვალებ რითმას...

თვალები გაგიბრწყინდება,
შუქი ჩაგივა ღვთიური,
თუ სიტყვა მოგეწონება,
ფერი გედება ციური.

მე გირჩევ - სიტყვას ებრძოლე,
ეთამაშე და ეტრფე,
სიტყვით შეიბი სარტყელი
დასამშვენები წელზე.

საკუთარ კევრით გალეწე
სიტყვის ულეწი კალო,
შენი ტორებით დატორე 
ულვაშაშლილი ტარო,

შენი სიტყვა თქვი სათქმელი,
სხვისი მიიღე სათნოდ,
ლამაზ ფიქრსა და ოცნებას
გული გაუღე ფართოდ.

*  *  *
თითქოს ყველაფერს გვილაგებ, გულსაც გადუშლი მზეს,
მაგრამ იქ, სულის კუთხიდან სხვა მარი მიქნევს ხელს...

იმ მარის სულაც არა აქვს ასე როხროხა ხმა,
იმ მარის წელზე ეშლება თავთუხისფერი თმა.

იმ მარის თვალებს ნაღველი უბრწყინავს დილის ცვარივით ,
ამური გულზე ედება და აბარბაცებს მთვრალივით.

ქალი ოცნებას მიაგავს, სხვისთვის ოცნებებს რგავს,
თავსაც გაატანს ნიავქარს, თუკი მოსთხოვა სხვამ.

пятница, 22 июля 2011 г.

გენრი დოლიძე

მე ახლა თავდაყირა ვაქანებ გალაქტიკას,რომ ფსკერზე დარჩენილი სხივები ვიწილადო...
გარეთ რომ ცარიელი ღრუბლების რვეულია, უბრალოდ დავხიე და ჯიბეში ჩავილაგე...
დუმილი გაიხადე... - იმდენად სასაცილოდ, რომ სული გამოგიჩნდა - შიშველი (ვიცი რატომ)
ღიმილი მოგერია, ეს ღამე როკერია, ამიტომ იღებავს ანტენებს შავი ლაკით....

четверг, 21 июля 2011 г.

ბრძენთა აზრები


      სოკრატე
 მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი.
 ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი- უგუნორობა.
 ვფიქრობ, ხანდახან წერაც გმირობაა - თუ ნაწერი განსასჯელად სულელებს მიეცემათ.
 მე გამასამართლებენ ისე, როგორც ბავშვები ასამართლებენ ექიმს.
 ილაპარაკე, რათა გაგიცნო.
 ჩემთან დავა და კამათი ადვილია, ჭეშმარიტებასთან- შეუძლებელი.
 ყველა შემთხვევაში მოიყვანე ცოლი, თუ კარგი ცოლი შეგხვდება გამონაკლისი გახდები, თუ ცუდი - ფილოსოფოსი.
 გინდ მოიყვანე ცოლი, გინდ ნუ მოიყვან, მაინც ინანებ.
 ყოველ ადამიანში მზეა-ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს.
 უნდა ჭამო იმისათვის,რომ იცოცხლო და არა იმისათვის იცოცხლო,რომ ჭამო.
 ადამიანი შეიძლება იყოს სიბრძნის მოყვარული და არა ბრძენი, ნამდვილი ბრძენი მხოლოდ ღმერთია, მხოლოდ ღმერთმა იცის ყველაფერი და არა ადამიანმა.
 ვისთანაც სიტყვა უქმია,მასთან ჯოხითაც ვერაფერს გახდები.
 განა სოკრატეს ასამართლებენ? ო, არა, სიკვდილი მიუსაჯეს სიმართლეს!
 ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრონ. 


     პლატონი
ხვათა ბედნიერებას რომ ვეძებთ, საკუთარს ვპოულობთ.
 ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება.
 ბევრი გადადის ჭკუიდან, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად.
 ერთროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი,შეუძლებელია.
 სიხარულიც და მწუხარებაც იმაში ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
 აზრები ერთმანეთს იმისთვის ებრძვიან, რომ დასძლიონ შეცდომა და მიაღწიონ ჭეშმარიტებას.
 ვისაც სურს ქვეყნის მართვა, არ აქვს ამის სურვილი, ხოლო მას, ვისაც სურვილი აქვს, არ გააჩნია საამისო უნარი.
 სიმამაცე- ეს იმის ცოდნაა, რისი არ უნდა გეშინოდეს.
 ადამიანი იმით ფასდება, თუ როგორ იყენებს ძალაუფლებას.
 პოეტი, თუ მას სურს, რომ ნამდვილი პოეტი იყოს, მითებს უნდა ქმნიდეს და არა განსჯას.


     არისტოტელე

 გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია,მაგრამ გაბრაზება მასზე ვიზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია.
 ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.
 ადამიანი თავისი ბუნებით პოლიტიკური ცხოველია.
 ყოველი შემეცნება გავკვირვებით იწყება.
 ღმერთებსაც უყვართ ხუმრობა.
 იმისთვის კი არ ვმსჯელობთ, რომ ვიცოდეთ, რა არის სათნოება, არამედ იმისათვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ.
 სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას.
 ყველაზე დიდი რამ რაც მცირეში არის მოთავსებული-საღი გონებაა ადამიანის სხეულში.
 გაიძვერას სინდისი რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა.
 ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა, ხოლო მეგობარი- ნაწილია ჩვენი სულის.
 სირცხვილი... ერთგვარი შიშია უპატიოსნობისა....
 კარგი დასაწყისი - ნახევარია საქმისა.
 ვაჟკაცი ისაა,ვინც უშიშრად ეგებება ამაღლებულ სიკვდილს.
 სათანადო მორალური საფუძვლების გარეშე ადამიანი ხდება ყოვლად უკაცური და მხეცური,მდაბალი, თავისი სქესობრივი და გემოვნების ინსტინქტების ამყოლი.



       დემოკრიტე

 ვინც ცხოვრობს უშინაარსოდ, უგუნურად, თავაშვებულად -კი არ ცხოვრობს, ნელა კვდება.
 ყველაფრის ცოდნას ნუ შეეცდები,თორემ უმეცარი დარჩები.
 ვისაც კარგი სიძე შეხვდა,შვილი შეიძინა, ვისაც ცუდი- ასული დაკარგა.
 ნუ იქნები მეტად ტკბილი,რომ არავინ გადაგყლაპოს, და ნურც მეტისმეტად მწარე,თორემ უკან გადმოგაფურთხებენ.
 ვერავითარი თვალთმაქცობით ვერ დამალავ სიყვარულს იქ,სადაც არის და ვერ გამოაჩენ, სადაც არ არის.
 მუდამ სხვების მძრახავს მეგობრობა არ შეუძლია.
 სიმამაცე ბედისწერის დარტყმებს არარაობად აქცევს.
 საკუთარ შეცოდებათა დავიწყება უსირცხვილობას ჰბადებს.
 არცერთი საგანი არ წარმოიშობა უმიზეზოდ, ყველანი ჩნდებიან რაღაცის საფუძველზე და აუცილებლობის ძალით.
 მეგობრების თანადგომა იმდენად არ გვჩირდება,რამდენადაც იმის რწმენა,რომ ისინი დაგვეხმარებიან.
 პატიოსანი და უპატიოსნო ადამიანი შეიცნობა არა მარტო იმით,რას აკეთებს, არამედ იმითაც, რა სურს მას.

სწავლების სოკრატული მეთოდი

   
სოკრატესეული მეთოდი - სხვაგვარად სოკრატული მეთოდი, მეთოდი სწავლებისას, რომელიც გულისხმობს მოსწავლეების აქტიურად ჩართვას კითხვების პასუხის გზით საკუთარი ცოდნის აგებაში. მეთოდის სახელწოდება მომდინარეობს ბერძენი ფილოსოფოს სოკრატესგან, რომელიც საკუთარ მოსწავლეებს სწორედ ამ გზით ასწავლიდა ფილოსოფიას.
    სწავლების სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელი სვამს მხოლოდ პრობლემურ (და არა ინფორმაციულ) კითხვებს (მაგ., რას ფიქრობთ ამაზე? რა განმარტებები გვჭირდება ამისთვის?), არ აწოდებს არანაირ ინფორმაციას მოსწავლეებს. ამ დროს მასწავლებელი განიხილავს გამონაკლისებს და მარტივ იდეას ეჭვქვეშ აყენებს. იგი არ აძლევს მოსწავლეებს ინფორმაციას, არამედ მათ სთხოვს აზროვნებას, რათა ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე. სოკრატული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია დისკუსიით, დებატებით, პრობლემური კითხვების დასმით და სხვა. ზოგჯერ მასწავლებელს მოჰყავს ფაქტები მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ხელს უწყობს იმ პასუხების ეჭვქვეშ დაყენებას, რომელთაც გვაძლევენ სხვადასხვა ავტორიტეტები და სხვა. მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით, თამამად თხზავენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს.
ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდის გამოყენების მაგალითები გაკვეთილზე:
1. მასწავლებელი სვამს პრობლემურ შეკითხვებს, რათა წაახალისოს მოსწავლეთა აზროვნება მოცემულ საკითხებზე;
2. მასწავლებელს მოჰყავს დამხმარე და საწინააღმდეგო მაგალითები მოცემული მოვლენის საილუსტრაციოდ;
3. მასწავლებელი კრიტიკულად განიხილავს მოსწავლის არგუმენტებს;
4. მასწავლებელი ხელს უწყობს კლასის დისკუსიაში ჩაბმას;
5. მასწავლებელი ახალისებს საკუთარი და სხვების აზრების კრიტიკული შეფასების უნარის განვითარებას;
6. მასწავლებელი მოსწავლეს სთხოვს, ფაქტებისა და ცნებების ანალიზს, მასალაში მოცემული ფარული არსის გაგებას და ა.შ.
7. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ დააკავშიროს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცოდნა, სხვადასხვა ელემენტისაგან შექმნას ახალი სტრუქტურა;
8. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ გამოიტანოს დასკვნა (გააკეთოს შეფასება) საკუთარ არგუმენტაციაზე დაყრდნობით.

понедельник, 18 июля 2011 г.

ვაჟას იუბილესთვის

”რა ფერისაა ქვეყანა, ნეტა მაჩვენა თვალითა”- სევდა უფრო მძაფრად, უფრო მტკივნეულად ძნელად თუ ვინმეს გამოუთქვამს. ვაჟა-ფშაველა, რომელიც ღვთის მიერ შექმნილს ყველაფერს ეთაყვანება, რომელიც უგრძნობელშიც გრძნობიერს ეძებს, ვაჟა, რომელსაც თითქოს არათუ თვალით უნახავს ყოველივე, არამედ სულშიაც ჩაძვრენია სულიერსა და უსულოს,გულისთქმაც ამოუკითხავს გამხმარი ხის ყუნჭისა, მთის წყაროსი, ხმელი ხისა თუ უძრავი კლდისა, სწორედ ეს ვაჟა აცხადებს - ქვეყანა არ ვიცი როგორიაო. ,,მზის მოტრფიალედ” მავალი გვეუბნება -
,,ნუ ნახავ მზესა, ინანებ, განა სულ მუდამ მზეაო!”
 ,,ქვეყანას” სხვა სახედვი თვალი წაურთმევია მისთვის - ადამიანურ, ყოფით ბედნიერებას რომ გულისხმობს. თორემ ვაჟა,როგორც ზე-ადამიანი, ყველაფერს ხედავდა, ყველაფერს გრძნობდა... იმას, რასაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ. სწორედ ამიტომ ერგოთ ტრაგიკული ბედი მისი პოემის გმირებს - მინდიას, ალუდას, ჯოყოლას... სწორედ ამიტომაა თავად მისი ხვედრიც ასე მძიმე, სევდიანი. როგორ უნდა ყოფილიყო ,,ქვეყანაზე”, წუთისოფელზე გულაყრილი იგი, რომ  ეთქვა - 
,,შენ რა გგონია ქვეყანა - სამოთხის კარი ღიაო?!
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე, მოსვლაში არა ყრიაო”
ასე სევდიანი,  უბრალო, მაგრამ ამავე დროს დიდებულია ვაჟას საფლავი მთაწმინდაზე. მთის ლოდი და იები.
                                                                      
  









четверг, 14 июля 2011 г.

გიორგი შალამბერიძე




სახლი მინდოდა მქონოდა უბრალო ხის და ისლის,
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი.

ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში.

და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს,
გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს.

გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი - მზის სხივთ.

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,

ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდ ავერცხლილ ქამარს.

და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს.

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე მივცემდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს.

მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.

წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი - კვდომის ვაცნობდი ლაზათს....

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო - ხის და ისლის,
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი...




вторник, 21 июня 2011 г.

ეთერ თათარაიძე - შიშ-კანკალა ამიტანს, მზე რო ღურბელს ეფარებ, ანად დანამრეშ მთვარეს — ულოდნ ელვა ეჭარებ. როდისმე აღარ ყოფნა, გულს გველსავით ეტანებ.



წესიმც იყვის, ავაგებდ
დარდის დიდრონ დარბაზთ,
შიგ ჯავრისას დავაგებდ
ხალიჩათა–დ ფარდაგთ.
ცხელ ცრემლისას დარბაზიზდ
მარმაშ ფარდათ ვხქარგავ,
შიგ დარდუცოდნელაებს
თითო დღითა ვხკარგავდ.





.....................................
გუშ ჩამოთოვ, დღეს შეჭროლდ
იც შენ რაგვეც იცის,
ამინდ ადამიანს ღგავ
ჩქარად მტეხელს ფიცის.
გუშ ჩამოთოვ, დღეს შეჭროლდ
იც შენ რაგვეც იცის,

.........................................
ფიქრზე ერთგულ არაფერს,
არ გაუჩენავ უფალს
ფიქრით ცა-მყარს შემიფრენ,
იმედს მიხვევ მფუთავს.
ფიქრით სამზეოს გავლევ,
ვისთანაც გულს უხარს,
ვისთანაც გინდ ჭერს იფარ,
გიჟიკჟიკებ ბუხარს.
ვისთანაც გინდ ლამაზად-
სოფელს გავლევ უქარს,
ფიქრზე ერთგულ არაფერ,
არ გაუჩენავ უფალს..

.................................
ცის ძირ ერთ შენ მეგულებ
ტკივილების მწამლებელ,
ცის ძირ ერთ შენა მყევხარ
ჩემი ნანატრის მკარვებელ.
ცის ძირ ერთ შენ მყევხარი-დ
ცხვა არც მინ დ ბინად მქარვებელ,
გვერდიდ-გვერდ არ, ცხვა-ცხვა ჭერ
გვაქვის ორთავ მფარებელ...
მე შენად, ვერ ვიც, ვინ ვარი-დ
შენ ჩემად წყლულ ხარ მწამებელ.


დედას

ხმით მოთქმაი-დ’ ტირილ,
სუ ხოცვამ მასწავლავ,
სუ ცხვათ კერაზედავ
დეზდების დათვლამავ,
ცხვათ სარომა გზებზედ,
სუ ვარდის დაყრავამ,
ჩემ კიპორჩხაებზედ
ქვა და ხეთ დაყრამავ...
იალაღითამავ,
ცხვარ-ძროხად აყრამავ,
ცხვათ ძველმალებშიავ —
მკლავების გაყრავამ.
შიმშილ დაოხებად
ხოტ-ყვაის ნაყრამავ,
მამის სახლისამავ
დაგულვამ, დაყრამავ
ჩემ ნანდობისამავ —
ნდობიზდ ხელაკვრამავ,
ცხვ ჩემდ ძნელ ფიქრისამ,
დათიკვამ, დაწვნამავ.
მე Áეს ხმით ტირილივ
ძნელყოფამ მასწავლავ,
სიღარიბემაო-დ’
ცხოვრებამ ნასწავლმავ...


• რამდენ რამე თან გიყოლ ...

ისევ ილო ფხოველს

ბრძენთსადარო, ჭკვიანო,
საარაგვოს ზეცაში —
ხატის ზარის ხმიანო,
ზოგთად თვალლურჯ შალანო —
ფოთოლმსუსხო, ცვრიანო,
ბევრ აქ დამრჩალებისად —
სევდავ თვალებწყლიანო,
შენდარ კაცების სიკვდილ —
ცის დაქცევად თქვიანო.

ვინაც ინატრ, დაგეკარგ,
ვინც არ გინდოდ მოგესი,
მზე ინატრე-დ’ გაგიავდრდ
ღრუბლის მანდილ მოგეხვი,
ერთ დროს ლაღსად უდარდელს
წუხილ გეძმო-დ’ მოგეჩვი.
დამთავრდებ სამზეოი
სუაც ვეღარ შევხვდებით.
საიქიოს მომიხვიდ,
ცხვათ კარ ნუსი შევხვდებით.
ხო იც, იქაც რო ავცდნეთ
ორნივ ჭკვითებ შევცდებით.


ჩვენ ეზოსაც უარ-ჩუარ
მიქელ გაბრიელის სიამ.
ზოგ სახლითა ბერ გარეკად
ზოგთ ჯეილებს დუბნელ მზიან,
ზოგს პატარძალ გაწირვიად
ზოგს პატარა შვილ პირზიან.
ზოგს თეოზე არგუნ სიკვდილ,
შინ მაყვანი შავნაბდიან.
ზოგის ალაზანს ჰკიდ ცოდვაი-დ’
თავქვ ჩამაჩინ შავ ამბიან.
ზოგს მტერ გულაღ ხევში გადაგდვ,
შინ მაყვანი თვალნამიან.
ზოგს სულ მოსტაც საუბრის დროს,
გზა მისც სულეთს ბაღნარიან.
ზოგს საწამლავ მიაწვადად
შარა გუშალ შავ ნარიან.
ზოგს არ არგუნ ძეძირ მზეზე,
სახლკარ გუწირ შამბნარიან.
ჩვენ უბანსაც უარ-ჩუარ
მიქელ გაბრიელის სიამ.

ეთერ თათარაიძე


--------------------
 დარდ აღარ მაქვის, გარევ ლაღ ვარივ
გომეწარს დაჰქრის ჩემ სუნთქვა ქარად,
ვზივარ ოცნების საღარა ცხენზე,
თუშეთს მიმიდის ფიქრების ფარა..................